GLOBALCELL
კორპორატიული შეთავაზება
ჩვენს შესახებ
„გლობალ სელი“ გთავაზობთ თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით.
პირველ რიგში,მინდა ავღნიშნო,რომ ჩვენ ვართ მუდმივ სიახლეებსა და ზრდაზე ორიენტირებული კომპანია,რომელისთვისაც პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის მომსახურება. “გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ყიდის მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს ევროპული და ქართული ნომრებით (უფასო ზარებით როუმინგში)..
.
.
დაარსების დღიდან, კომპანია მუდმივ ინოვაციას სთავაზობს აბონენტებს: გაფართოვდა "გლობალ სელის" დაფარვის ზონა, გაიზარდა იმ ქვეყანათა სია, სადაც უფასოა შემომავალი ზარი, რიგ ქვეყნებში 60%-ით შემცირდა გამავალი ზარის ტარიფი. სწორედ ამიტომ, კომპანია დღემდე წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო სიმ-ბარათების რეალიზაციას. "გლობალ სელის" ქსელში, 30 000- ზე მეტი აბონენტია ჩართული.
559
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან „გლობალ სელმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. "გლობალ სელი," +995 559 00X XXX ინდექსის სააბონენტო ნომრებით, მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს.
ფიქსირებული ტელეფონი
კომპანია „გლობალ სელი“, მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს და ზრუნავს სერვისების განვითარებაზე. 2015 წლიდან, ჩვენს პროდუქტებს დაემატა ახალი მიმართულება - ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება „გლობალ ტელი“-ის სახელით.„გლობალ ტელი“ დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი სატელეკომუნიკაციო აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი;
sms
ასევე,კომპანია „გლობალ სელი“ გთავაზობთ SMS მომსახურების საუკეთესო პირობებს ქართულ ბაზარზე.
მობილური ინფრასტრუქტურა, ყველაზე კონკურენტუნარიანი SMS ცენტრი, რომელიც აღჭურვილია 2014 წლის უახლესი ტექნოლოგიით. მრავალფუნქციური შესაძლებლობები, მომსახურების ხარისხი და სისწრაფე ჩვენი სავიზიტო ბარათია.
SMS მაღალი გამტარიანობა, რომელსაც უზრუნველყოფს 58 დამოუკიდებელი არხი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმაგრებული ფაილებით გიგზავნით სტანდარტულ, კორპორატიულ შეთავაზებებს. გთხოვთ, გადახედოთ, შევთანხმდეთ შეხვედრის თარიღსა და დროზე, სადაც კიდევ უფრო სრულყოფილად განვიხილავთ ჩვენს პროდუქტებს და შევთანხმდებით სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილ ტარიფებზე.